19:34 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 11:12:04, 1428 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა შენობების 90% გაანადგურეს

 ხარკოვის ოლქში  რუსმა სამხედროებმა  კერძო სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღების უმეტესობა, გაანადგურეს. ამის შესახებ ეროვნული ტელემარათონის ეთერში, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

 ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის რეგიონში პოზიციებს იკავებენ და ზოგიერთ რაიონში  წარმატებით მიიწევენ წინ.

"სახლების უმეტესობა - მათი 90% - დანგრეულია. ჩვენ ახლა ელექტროენერგიის და გაზის მიწოდების აღდგენაზე ვმუშაობთ,  პერიოდულად ხდება დაბომბვა და ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. " - განაცხადა სინეგუბოვმა.

სინეგუბოვის თქმით, რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics