|
2022-05-05 21:40:52, 1334 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკი გაიხსნა
5 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკი G (Golf) ოფიციალურად გაიხსნა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. მათივე თქმით, ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მინისტრის მოადგილე, „საქაერონავიგაციის“ დირექტორი, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა ესწრებოდა. თეა ზაქარაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი - „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომს დაემატა ახალი სამიმოსვლო ბილიკი და მოსაბრუნებელი მოედანი. ამ პროექტის განხორციელებით შემცირდა საჰაერო ხომალდების მიერ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაკავების და მანევრირების დრო, შესაბამისად მთლიანობაში საგრძნობლად გაიზარდა ადზ-ს გამტარუნარიანობა“. აღნიშნული პროექტი მოიცავდა მაღალი სიმტკიცის ხელოვნური საფარის მოწყობას 26 000 კვ.მ ფართობზე. ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აქვს. აღნიშნულ პროექტში TAV Georgia-მ 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)