|
2022-05-05 12:55:11, 1268 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან მოგება
ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ზოგჯერ ბევრს ითხოვს პარტნიორებისაგან, მათ შორის საქართველოსგან და უხეში სიტყვებით საუბრობს. "ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება. უკრაინელები ხანდახან მეტს ითხოვენ მათი პარტნიორებისგან, არა მხოლოდ საქართველოსგან. უხეში სიტყვები თქვეს პარტნიორებზე, მათ შორის ბლინკენზეც - არ მოიტანო შოკოლადები, შეიარაღება წამოიღეო,"- განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას სურს საქართველოსგან იარაღი მიიღოს, თუმცა ეს შესაძლებელი არ არის, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე "ფრთხილად უნდა ვიყოთ". "მათ ასევე სურთ იარაღის მიღება საქართველოდან, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის შესაძლებელია. ასე მგონია, მთავრობა უფრო რეალისტურია იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე, რომელსაც ორი ტერიტორია ოკუპირებული აქვს. ასე რომ, აშკარად უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან ბევრი საშუალება არ გვაქვს და არავინ იქნება მზად საქართველოს მხარი დაუჭიროს იმავე გზით",- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)