|
2022-05-05 11:11:08, 1004 ნახვა
პოლიტიკა
ნედ პრაისი - საქართველო და მოლდოვა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან
საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან,- ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ნედ პრაისის თქმით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტს,დამოუკიდებლობასა და ტერიტორიული მთლიანობას.დასმულ კითხვაზე იგეგმება თუ არა რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან რეგიონში ბოლო მოვლენებისა და რუსეთის აგრესიის ფონზე,პრაისი ამბობს, რომ პუტინის მისწრაფებები რეგიონში ნათელია. "ჩვენ ყოველთვის ვუკავშირდებით ჩვენი საელჩოს, განყოფილების მეშვეობით რეგიონში ჩვენს პარტნიორებს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინს შესაძლოა ჰქონდეს მისწრაფებები, განახორციელოს აგრესია რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ჩვენ ამის საპასუხოდ ვაჩვენებთ, თუ როგორ ვაძლევთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმას, რაც მათ სჭირდებათ, რათა იყვნენ ეფექტური რუსული აგრესიის ამ საშინელი მაგალითის წინააღმდეგ - ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მხარს უჭერენ პარტნიორ ქვეყნებს რეგიონში,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)