|
2022-05-04 18:32:41, 1086 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - თუ სააკაშვილის ფსიქიკური პრობლემები გართულდება, შეიძლება ფსიქიატრიულ საავადყოფოში გახდეს გადაყვანა საჭირო
თუ მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური პრობლემები გართულდება, შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით ის პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მე მგონი პატიმრობასაც მოახერხებს - ამის სესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალსტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილი ფსიქიკური პრობლემებით იყო პრეზიდენტი, დღეს არის პატიმარი და პატიმრად დარჩება. „რაც შეეხება ანორექსიას, ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება, ეს არ არის ფიზიოლოგიური პრობლემა, ეს არის ფსიქიკის თემა. ზოგადად ის, რომ სააკაშვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ეს ჩვენ ვიცით ძალიან დიდი ხანია, თუმცა, ამ ფსიქიკური პრობლემებით იგივე ადამიანები ორჯერ ირჩევდნენ მას პრეზიდენტად, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. იგივე ადამიანები, რომლებიც ამ ფსიქიკური პრობლემებით ირჩევდნენ სააკაშვილს პრეზიდენტად, დღეს ფსიქიკური პრობლემების გამო ითხოვენ მის გათავისუფლებას, რასაც არ აქვს საფუძველი. ფსიქიკის პრობლემები ჩვენ ვიცოდით დიდი ხანია, ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით იყო პრეზიდენტი დიდი ხანი, დღეს არის პატიმარი და პატიმრად დარჩება. თუ გართულდება ეს ფსიქიკური პრობლემები შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით ის პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მე მგონი პატიმრობასაც მოახერხებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)