|
2022-05-04 15:36:19, 1018 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს
ხვალ,19:00 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი სააკაშვილის თქმით, აქცია იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას გააგონონ ხმა და გადაარჩინონ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე. "მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გონს მოეგეთ, აღარ არის დრო მოვექცეთ ასე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წინსვლაში და შენებაში, ამიტომ, ჩვენ ოჯახმა, გადავწყვიტეთ, ხვალ, კანცელარიასთან, საღამოს 7 საათზე, ვაორგანიზებთ აქციას, რომელიც იქნება, იმისთვის, რომ გავაგონოთ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობის ხმა, მივმართავ ასევე ემიგრანტებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაგვიდგნენ გვერდზე შეძლებისდაგვარად, ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის მორიგ შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშნელოვნადაა გაუარესებული. ამ განცხადებიდან მალევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა უწყვეტი აქციები დაანონსა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)