|
2022-05-04 13:59:14, 932 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია
ვფიქრობ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სასჯელის მოხდა მოუწევს და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. „დავამშვიდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვეტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს სასჯელის მოხდა. ვიცით, რომ მას ექვსი წელი უკვე მიესაჯა. დანარჩენ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. მას ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის მორიგ შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშნელოვნადაა გაუარესებული. ამ განცხადებიდან მალევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა უწყვეტი აქციები დაანონსა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)