06:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 17:24:49, 1178 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს, ის საკუთარი თანაგუნდელებისგან სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის

მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თანაგუნდელებისგან სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის, მათ შორის, როცა გუნდში არ არის ერთიანობა ბევრ საკითხზე, თუნდაც, საფინანსო წყაროებზე. ამ ვითარებაშია სააკაშვილი, ლიდერი, ბელადი, რომელიც არ გამოვრიცხავ, რომ პირიქით ზეწოლის ქვეშაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს არ ახსენებენ იმ სადისტურ მმართველობას, რომელიც ქართულ ციხეებში არსებობდა.

„დღემდე არ გაგვიგია, თუ რა სამედიცინო მომსახურებაა აუცილებელი და არ მიეწოდება მიხეილ სააკაშვილს. გვესმის, რომ არის პუტინის პატიმარი და ა.შ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ელემენტარული პოლიტიკური სპეკულაციაა და სხვა არაფერი. ამის იქით იმ პოლიტიკური სტრატეგიის რეალიზაცია დევს, რაზეც სააკაშვილი არათუ ლაპარაკობს, არამედ საზოგადოებას მოუწოდებს ამისკენ, რაც არის დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესების განვითარება. გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს. მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თანაგუნდელებისგან სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის, მათ შორის, როცა გუნდში არ არის ერთიანობა ბევრ საკითხზე, თუნდაც, საფინანსო წყაროებზე. ამ ვითარებაშია სააკაშვილი, ლიდერი, ბელადი, რომელიც არ გამოვრიცხავ, რომ პირიქით ზეწოლის ქვეშაა, თვითდაზიანებას თავი არ დაანებოს. ნიკა გვარამიას განცხადება იყო, რომ ერთი ლუკმაც რომ მიიღოს, მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნებაო, ასევე თქვა, ანალიზის უნარი დაკარგა და მისი ყველა განცხადება სერიოზულად მისაღები არ არისო. მის ოჯახს, ექიმებს მოვუწოდებდი, სააკაშვილზე ზემოქმედება მოახდინონ, თვითდაზიანებას თავი დაანებოს“, – განაცხადა ვოლსკიმ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics