|
2022-05-03 12:36:25, 936 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არის სახელმწიფოსა და საზოგადოების უპატივცემულობა
,,როგორც ადამიანს, უდიდესი თანაგრძნობა მაქვს მისი რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ და ვისურვებდი, ყველა დამნაშავემ სათანადოდ მოიხადოს სასჯელი. როგორც პოლიტიკოსი კი, სრულიად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, სამართლის წინაშე და ვთვლი, რომ მანიპულირების არანაირი ფორმა არ უნდა ათავისუფლებდეს დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან.‘’ - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. როგორც წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, სააკაშვილის ჯანმრთელობა მის ხელშია, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელთა უფლებები მისი რეჟიმის დროს სრულიად უგულებელყოფილი იყო. ,,როგორც ადამიანი არავის, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილს, არ ვუსურვებ ჯანმრთელობის პრობლემებს. მაგრამ, როგორც ადამიანს, უდიდესი თანაგრძნობა მაქვს მისი რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ და ვისურვებდი ყველა დამნაშავემ სათანადოდ მოიხადოს სასჯელი. სააკაშვილის ჯანმრთელობა მის ხელშია, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელთა უფლებები მისი რეჟიმის დროს სრულიად უგულებელყოფილი იყო. პატიმარ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული თვითდაზიანების რეჟიმი ვერანაირად ვერ გახდება მისი გათავისუფლების წინაპირობა - ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, არასწორია. პ.ს. სანამ პეტრე ცისკარიშვილის მსგავსი და მისი თანამოაზრეები საზოგადოების უმრავლესობას “ქოცურ პატარა წრეს “ უწოდებენ, მანამ არ ეღირსება ამ პოლიტიკურ ჯგუფს რეაბილიტაცია.’’ - წერს ნინო წილოსანი facebook - ზე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)