|
2022-05-02 14:46:22, 1292 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიზე სააკაშვილზე: ვერ იღებს, ან არ იღებს რას ჰქვია? არ ვიცი, რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და ვერ ჭამდე ხაჭოს
მე მგონია, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ ეტყობა განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ,- ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ შეუძლია მიხეილ სააკაშვილს მიიღოს შოკოლადი, თუმცა ვერ ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს. "კაცს შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას, კეთილი ინებოს, მიიღოს და დამთავრდება ამით ყველაფერი. ვერ იღებს, ან არ იღებს რას ჰქვია? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. არ აქვს ეს გამოცხადებული, შესაბამისად, არ უნდა გამოვრიცხოთ. რაც შეეხება ვერ იღებს, არ ვიცი, რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი, ამ დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ. რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არ ჭამდე ხაჭოს, ამ დეტალებში მე შესვლა ნამდვილად არ შემიძლია. ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. პოლიტიკური განცხადება აქ ვერ გაკეთდება. მე მგონია, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ ეტყობა განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ,"- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის მორიგ შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)