|
2022-05-02 13:37:36, 888 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე უკრაინის დაზვერვაზე - საქართველოსთან მიმართებით ეს განცხადება გახლავთ უსაფუძვლო და არასწორი
პირდაპირ გეტყვით, საქართველოსთან მიმართებით ეს განცხადება გახლავთ უსაფუძვლო და არასწორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ცალკეული განცხადებები ვერ შეცვლის. „საქართველო, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინელ ხალხს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს პოზიცია არ შეიცვლება და ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია,“ - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს სხვა ქვეყნების ჩართვას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს უკრაინის ომის დროს დაწესებული ეკონომიკური სანქციების დამანგრეველი შედეგები. დაზვერვის თანახმად, მოსკოვი აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტის შესახებ. იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის მიწოდება და მესამე ქვეყნებში გატანა. ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა დაფუძნებული.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)