|
2022-05-02 13:34:29, 905 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ჟიგიმანტას პავილიონისი იმ ორკესტრის წევრია, რომლის ძირითადი მონაწილეები, თუ სოლისტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან
ჟიგიმანტას პავილიონისი იმ ორკესტრის წევრია, რომლის ძირითადი მონაწილეები, თუ სოლისტები, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მათ იდეური ერთიანობა, საქმიანი ერთიანობა და დამოკიდებულებები აერთიანებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძის თქმით, მათ აქვთ საქართველოს წინააღმდეგ ავი ზრახვები, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ. „ეს არის ზუსტად ამორალობა და ამორალურობა გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს ინტერესს არაფრად აგდებენ, თუ ამ ინტერესისა და ნებისმიერი წარმატების ავანგარდში არ იმყოფება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ჩანს, იმ ორკესტრის, რომელიც დღეს დაკავებულია საქართველოსთვის რეპუტაციული რისკ-ფაქტორების შექმნით, იმიტომ, რომ ამით რაღაც ავნოს საქართველოს ხელისუფლებას, მისი ერთ-ერთი მონაწილე და ორკესტრანტი გახლავთ პავილიონისიც. ეს შეიძლება იყოს ერთადერთი ახსნა ამ შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულების. ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, განსხვავებით მაგალითად მოლდოვისგან, თუმცა ამას რეალურად აბსოლუტურად არავითარი საღი და გონივრული არგუმენტი არ აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)