|
2022-05-02 11:33:57, 1048 ნახვა
ეკონომიკა
,,თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა
,,თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, მარტის ეკონომიკის ზრდამ 10.6% შეადგინა, რაც სრული 2022 წლისათვის ,, თიბისი კაპიტალის“ 5.5%-იანი სცენარით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს მცირედით აღემატება. მაშინ, როდესაც ექსპორტისა და მიგრაციის ეფექტის გათვალისწინებით, ტურიზმის დინამიკა შედარებით ძლიერი იყო, იმპორტი, დაკრედიტება და ფისკალური სტიმული უფრო ზომიერი პარამეტრებით განისაზღვრა. გზავნილების მხრივ კი, მოლოდინების შესაბამისი ტენდენცია დაფიქსირდა. თავისთავად, ზუსტი საბაზო სცენარის შემუშავება კვლავ პრობლემურია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უახლესი ინდიკატორები შესაძლოა თიბისი კაპიტალის უკვე საკმაოდ ოპტიმისტურთან შედარებით, კიდევ უფრო ძლიერ ზრდაზე მიუთითებდეს. საკუთრივ, წინა წლის აპრილში ძალზედ მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, სექტორული ბრუნვების, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, თიბისი კაპიტალის ეკონომიკური აქტივობის მოკლევადიანი საპროგნოზო მოდელი აპრილში მკვეთრ ვარდნაზე არ მიანიშნებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)