|
2022-05-02 11:32:52, 1076 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე
ჩვენი ინფორმაციით, ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე-ამის შესახებ საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კონკურენციის სააგენტო 15 მაისამდე წარმოადგენს შუალედურ დასკვნას და ამის შემდეგ, მთავრობას ექნება საშუალება, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. „წინა პარასკევს, მე დავავალე ეკონომიკურ გუნდს, შეხვედრა გვქონდა კონკურენციის სააგენტოსთან და ვიმსჯელეთ საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაცია არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავრობას საშუალება ექნება, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს არ ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, რომ ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)