|
2022-04-29 12:27:35, 1028 ნახვა
ეკონომიკა
ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაცია გრძელდება
ბალტიისპირეთში აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება. ვილნიუსის შემდეგ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები ესტონელ ტუროპერატორებთან გამართეს. ტალინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც 60-მდე ადგილობრივი და ქართული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდა, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქმიანი ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ტუროპერატორებმა საქართველოში ესტონელი ტურისტების ჩამოყვანის, ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისა და ესტონეთში საქართველოს პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიებას საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი და ავიაკომპანია “Air Baltic“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს უწყების ცბობით, ესტონეთი ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად იმ ევროპულ მიმართულებებს შორისაა, საიდანაც ბათუმში პირდაპირი ფრენები ხორციელდება. ჩარტერული რეისები ტალინი-ბათუმი-ტალინი 2019 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაიწყო და ყოველწლიურად ხორციელდება. ესტონეთი აჭარისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, საიდანაც დაინტერესება აჭარის ტურისტული პროდუქტებით ყოველწლიურად იზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)