05:25 - 05 Jul, 2026
|
2022-04-28 18:05:33, 1548 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი ბაღი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერთან ერთად დაათვალიერა. ახალშენის საბავშვო ბაღი 250 აღსაზრდელზეა გათვლილი. ახალი ბაღის აშენებამდე, ფუნქციონირებდა მხოლოდ ქვედა ახალშენის ბაღი, რომელიც დროებით სკოლის შენობაში იყო განთავსებული, ხოლო ზედა ახალშენის ბაღი შეუსაბამო პირობების გამო დაკეტილი იყო. ახალი ბაღის გახსნის შემდეგ ყველა აღსაზრდელი ახალშენის ახალ აშენებულ ბაღში გააგრძელებს სააღმზრდელო პროცესს. საბავშვო ბაღის ეზოში განთავსებულია გასართობი ატრაქციონების კუთხე და მინი სპორტული მოედანი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)