|
2022-04-28 14:30:32, 1250 ნახვა
პოლიტიკა
პესკოვი საქართველოსა და მოლდოვასთვის იარაღის მიწოდებაზე - „ეს ნაბიჯი არასტაბილურობის პროვოცირებას მოახდენს“
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და მოლდოვაში იარაღის მიწოდება უნდა გაძლიერდეს და აცხადებს, რომ "ეს ნაბიჯი არასტაბილურობის პროვოცირებას მოახდენს". პესკოვმა აღნიშნა ისიც, რომ ლიზ თრასის ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეაფასოს. „თავისთავად, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში იარაღის მიწოდების ტენდენცია არის ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას და არასტაბილურობის პროვოცირებას,“- განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთი უნდა დაეხმაროს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის განვითარებასაც, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, რომლებსაც შესაძლოა რუსეთის სამხედრო აგრესია დაემუქროს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)