04:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 15:37:21, 1385 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი რუსი ბიზნესმენის ჩამოსვლაზე - რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი, რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი?

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, კარგად მოგეხსენებათ, გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, შეხვდა თუ არა რუს ბიზნესმენ უზდენოვს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე მას ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიმართა, რომელიც ბიზნესსექტორთან გადაამისამართა.

„რაც შეეხება შეხვედრას, საერთოდ რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი, რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე ისეთი მოხდა? რაზე ველაპარაკებით ჩვენს ხალხს? ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, კარგად მოგეხსენებათ, გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ მე ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში დავით ხიდაშელის მოწვევით და დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელს. მინდა, მთავარი კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს და ვითომდა „სკანდალის" გამომძიებლებს, რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? ნული. ხაზგასმით ვამბობ, არავითარი გაგრძელება, არავითარი შედეგი თქვენს მიერ ხსენებული ბიზნესმენის შეხვედრებს საქართველოში, არ მოჰყოლია. შესაბამისად, მსგავსი სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics