|
2022-04-27 11:49:37, 1077 ნახვა
პოლიტიკა
პენინტენციური გავრცელებულ ინფორმაციას , რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამანათების შეგზავნა აკრძალულია, უარყოფს
პენინტენციური სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ამანათების შეგზავნა აკრძალულია, უარყოფს. უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილს, კუთვნილი ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია და იგი ამანათის მიღებას შეძლებს შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით. „მსგავსი ბრალდებები პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზებას, მათ დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება.სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხისმგებელია თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე.ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, მ. სააკაშვილს მრავალჯერ აქვს მიღებული ამანათი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მ.სააკაშვილს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, შეუძლია ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება, მის კუთვნილ ბარათზე დარიცხული თანხის საშუალებით, ასევე მისთვის, ყოველდღიურად გათვალისწინებულია პატიმრისთვის განსაზღვრული სამჯერადი კვება,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღების ყველა გზა გადაუკეტეს .მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ 3 სახის საკვების მიღება შეეძლო, რომელიც ამანათის სახით ციხეში შეჰქონდათ, თუმცა ადმინისტრაციამ ეს აკრძალა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)