|
2022-04-26 16:28:57, 1454 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - დავით ხიდაშელი,რომელიც დღეს საქართველოში მიწებს 50 წლით ყიდულობს, კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელია
საქართველო გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად - ეს განცხადება პარტია „ დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა. ელენე ხოშტარიას მტკიცებით, რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებლი, ვლადიმერ ევტუშენკოვი კომპანია "ინტრაკომს" ხელმძღვანელობდა, ხოლო დავით ხიდაშელი ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და პარტნიორი გახლდათ. ხოშტარიას ინფორმაციით, „ინტრაკომი“ 2011-12 წლებში სირიას სანქცირებულ ტექნოლოგიებს აწვდიდა, სატელეკომუნიკაციო და სამხედრო ვერტმფრენებზე დამონტაჟებულ სისტემებს. იმ საშუალებებს, რომელიც ასადის რეჟიმს სჭორდებოდა. „დავით ხიდაშელი, რომელიც დღეს საქართველოში მიწებს 50 წლით ყიდულობს, იგებს ტენდერებს, ჩვენ ის და მისი ტყუილები ჯერ კიდევ დავით გარეჯის კამპანიიდან გვახსოვს, არის კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი, კერძოდ, სანქციების თავიდან არიდების საკითხებში. რუსული სამხედრო ოპერაციების დროს, დავით ხიდაშელი ევტუშენკოვისა და კრემლის მხრიდან მსგავსი საკითხებისთვის გამოიყენებოდა.ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას მივაწვდით ყველას, მათ შორის საელჩოებსაც. ჩემ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა ბალკანელების მიერ ჩატარებულ გამოძიებას და დასტურდება დოკუმენტურად, მიმოწერებით. პარტია „დროა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სანქცირებული იყოს ეს „კრემლისტური“ ჯგუფი, რომელიც სისხლის მანქანებს ამარაგებს,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ, რათა მოიფიქრონ, როგორ აუარონ გვერდი დაწესებულ სანქციებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)