|
2022-04-26 15:34:32, 1333 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ს საელჩომ საქართველოს პროკურატურას კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ციფრული გამოძიების სპეციალური ლიცენზირებული პროგრამის და მასთან დაკავშირებული საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ტექნიკური აღჭურვილობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადასცა. ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა სამართალდამცავ უწყებებს დაეხმარება კიბერდანაშაულთან ბრძოლაში და მათ ეფექტიან საქმიანობას შეუწყობს ხელს. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უახლოეს მომავალში პროკურორებისგან და გამომძიებლებისგან შემდგარი სპეციალური დანაყოფი შეიქმნება, რაც კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩო მოხარულია, რომ მონაწილეობა მიიღო კიბერდანაშაულთან ბრძოლის დანერგვის ნაწილში. მისივე თქმით, სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ ებრძოლონ ისეთ მასშტაბურ დანაშაულს, როგორიც კიბერდანაშაულია. ღონისძიებაზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მადლობა გადაუხადეს დახმარებისთვის და აღნიშნეს, რომ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა სისხლის სამართლის საქმეებში საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)