|
2022-04-26 12:43:46, 1074 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დიდი ხანია ვიცით, რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე, მას სურს მისი თავიდან მოშორება
აქამდე მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი იყო. როდესაც რიგითი წევრობიდან თავმჯდომარე ხდები, ეს სერიოზული „დაწინაურება“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მაინც მიხეილ სააკაშვილი იქნება. „მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან უხდებიან ერთმანეთს. მათი მორალური ფასეულობები თანხვედრაშია. შესაბამისად ლოგიკურია, რომ მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კიდევ უფრო ახლოვდება. ეს არსი იმ წინააღმდეგობების გაგრძელებაა, რაც არის პარტიის შიგნით - არის სერიოზული კონფლიქტები. როდესაც პარტია სუსტდება, ასეთ დროს თავს იჩენს პარტიის შიგნით დაპირისპირებები. დიდი ხანია ვიცით, რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე, მას სურს მისი თავიდან მოშორება, რომელიც ისედაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე. ასეც და ისეც, რეალური ლიდერი ბუნებრივია არც მელია და არც მარგველაშვილი იქნება - ამ პარტიაში რეალური ლიდერი მაინც სააკაშვილი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)