|
2022-04-25 16:07:16, 1310 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე - ზელენსკიმ კარგად უნდა გაითავისოს, რომ არსად ექცევიან უკრაინელებს ისე, როგორც ჩვენთან
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, არსად ექცევიან უკრაინელებს ისე, როგორც საქართველოში და ეს კარგად უნდა გაითავისოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინის ელჩის ქვეყნიდან გაწვევა შეცდომა იყო და საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული წყენა დავიწყებას უნდა მიეცეს, რათა მშვიდობამ დაისადგუროს. „ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავანახოთ უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინელ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვდგავართ მათ გვერდში და ეს ჰუმანიტარული დახმარება არის სწორედ ის გზავნილი, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე და მეორე ადგილზე მყოფი ქვეყანა ჰუმანიტარული დახმარების კუთხით ჩამორჩება არსებითად საქართველოს. ეს ერთი და მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თუ როგორი განწყობაა საქართველოს საზოგადოებაში უკრაინელების მიმართ, ამას არ მალავენ უკრაინელები. სავარაუდოდ ჩემი აზრით არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცეოდნენ უკრაინის მოქალაქეებს, როგორც ჩვენთან დღეს. ესეც რა თქმა უნდა კაგად უნდა გაითავისოს [ზელენსკიმ]",- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქართველები უკრაინელების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლობელი ხალხია, მაგრამ მას არ ესმის საქართველოს ლიდერთა პოზიცია, როდესაც ისინი საქართველოს ეკონომიკის დაცვის მოტივით დაწესებულ სანქციებს არ უერთდებიან.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)