03:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 15:18:52, 1488 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე: არაგონივრულია იმ სანქციებზე შეერთება, რომელიც აგრესორზე არანაირ ეფექტს არ მოახდენს

 არაგონივრულია საქართველო  სანქციებს შეუერთდეს,- ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას გააკეთა.

თავდაცვის მინისტრის აზრით, დასავლური სამყაროსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის სანქციებზე საქართველოს შეერთება, არანაირ გავლენას არ მოახდენს აგრესორზე და ამ ნაბიჯით მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა დაიჩაგრება.

„ის ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა, ეს იქნება, გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქცია და იმ სანქციებს, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, ეს რა თქმა უნდა არ არის გონივრული, რომ ჩვენ შევუერთდეთ,"- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ,  რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქართველები უკრაინელების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლობელი ხალხია, მაგრამ მას არ ესმის საქართველოს ლიდერთა პოზიცია, როდესაც ისინი საქართველოს ეკონომიკის დაცვის მოტივით დაწესებულ სანქციებს არ უერთდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics