09:49 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 12:49:12, 1513 ნახვა

ომი უკრაინაში
ლოიდ ოსტინი- შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, უკრაინას შეუძლია ომში გამარჯვება

შესაბამისი აღჭურვილობისა და მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ჩვენ გააკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა უკრაინას დაეხმაროს რუსეთის წინააღმდეგ ომში. 

“გამარჯვებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არის რწმენა იმისა, რომ შენ შეგიძლია გაიმარჯვო. ასე, რომ უკრაინას სჯერა, რომ ერთად შეგვიძლია გავიმარჯვოთ. თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა და მხარდაჭერახ, ისინი აუცილებლად შეძლებენ ამას. ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და მომავალშიც გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას, რაც შეგვეძლება,” - აღნიშნა ოსტინმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 24 აპრილს შეხვდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics