09:19 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 18:50:30, 1441 ნახვა

მსოფლიო
რუს ოპოზიციონერ კარა-მურზას პატიმრობა ემუქრება

რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას პატიმრობა ემუქრება. - ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერის ადვოკატი ვადიმ პროხოროვი ავრცელებს.

მისივე თქმით, რუს ოპოზიციონერს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა უსამართლოდ ემუქრება.

"ვლადიმირ კარა-მურზა ახლა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფება. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლით, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის განზრახ, საჯაროდ გავრცელებას გულისხმობს." - თქვა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ კარა-მურზა რუსი ოპოზიციონერია და ის აქტიურად იბრძვის რუსეთში პუტინის რეჟიმის ცვლილებებისთვის .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics