|
2022-04-22 15:25:51, 1185 ნახვა
პოლიტიკა
დავით არახამია: საქართველოს ხელისუფლების განცხადებები გულს მიტეხს - ამას ოდესმე დავუბრუნდებით, ახლა არ გვცალია
საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, გულს მიტეხს. როდესაც საუბარია, რომ ქართული ბანკების მეშვეობით რუსეთი გვერდს უვლის სანქციებს,- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა. მისი თქმით, ერთია გეშინოდეს, მაგრამ მეორეა, ტელევიზიით გამოდიოდე და აცხადებდე, რომ უკრაინა ისჯება და რუსეთის მხრიდან ომი ვერ აიცილა. "საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, გულს მიტეხს. როდესაც საუბარია, რომ ქართული ბანკების მეშვეობით რუსეთი გვერდს უვლის სანქციებს. როდესაც პრემიერ-მინისტრი განცხადებებში ამბობს, რომ უკრაინა ისჯება და ვერ აიცილა ომი. ამით თითქოს მიუთითებს, რომ რუსეთი მართალი და ყოჩაღია. ამას ოდესმე დავუბრუნდებით, ახლა არ გვცალია. ჩემი აზრით, ეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეაფასოს. ჩემს თაობას, მანამდეც და შემდეგ, გულით დააქვთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტკივილი. გვინახავს, რა არის რუსული აგრესია. ქართველები ყოველთვის ყველაზე თავისუფლების მოყვარე ერი იყო და ახლა პოლიტიკურ დონეზე ასეთი განცხადებები კეთდება. ერთია სამზარეულოში ილაპარაკო თუ გეშინია, მაგრამ მეორეა, როცა ტელევიზიაში აცხადებ",- განაცახადა არახამიამ „მთავარ არხთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 'თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა". მისივე თქმით, უკრაინაში მთელი რიგი ტერიტორიები უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამის შემჩერებელი არავინ არ არის.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)