|
2022-04-20 20:28:57, 1717 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევის ოლქის პოლიცია - კიევის რეგიონში უკვე 1045 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს
კიევის რეგიონში უკვე 1045 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვესვ,ოლქში მოკლული მოსახლეობის 75% ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგედ გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებს. მათივე თქმით, 300-მდე საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფი მუშაობს თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რაოდენობა იმისათვის რომ დადგინდეს გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა. „ბოროდიანკაში, ქალაქის საავადმყოფოსთან არის ორი მასობრივი საფლავი, სადაც საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ. ერთ საფლავში არის 6 ცხედარი - 4 მამაკაცი და 2 ქალი. მათგან ორი იდენტიფიცირებული არ არის. მეორე საფლავში 16 წლის გოგონას ცხედარია, რომელიც მშობლებთან ერთად წასვლას ცდილობდა, მაგრამ ისინი ავტომატით დაცხრილეს. რუსი სამხედროები განზრახ ესროდნენ მოქალაქეებს, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევდნენ და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინისთვის გამოცხადებულ ომს არაერთი მოქალაქე შეეწირა მათ შორის ქალები და ბავშვები.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)