|
2022-04-20 16:06:14, 2611 ნახვა
ომი უკრაინაში
ფიონა ჰილი: 2008-ში შეცდომა დავუშვით, ვფიქრობდით, რომ ომი მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა
2008 წელს შეცდომა დავუშვით და ვფიქრობდით, რომ ეს ომი მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ფიონა ჰილმა, ანალიტიკურ გადაცემასთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. „საქართველოსთან მიმართებით ბევრი შეცდომა დავუშვით, რადგან შეფასების დიდი ნაწილი იყო, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა, ის ყველას აღიზიანებდა. არსებობდა შეგრძნება, რომ ეს რაღაც პირადი (დაპირისპირება) იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო, რომ ეს ასე არ ყოფილა და ეს უფრო ფართო საკითხი იყო“ , - აღნიშნა ჰილმა. გარდა ამისა კითხვაზე, „იყო თუ არა პუტინის რეჟიმის პერიოდში რაიმე წერტილი, როდესაც შეგვეძლო, თავიდან აგვერიდებინა ვითარების ასე განვითარება და იყო თუ არა მომენტი, როდესაც შეცდომა დავუშვით, რამაც, ასე ვთქვათ, მოიტანა ის, რაც შემდეგ მოხდა“ ჰილმა უპასუხა, „გაერთიანებულ სამეფოს უფრო ძლიერი პასუხი, რომ გაეცა ლიტვინენკოს საქმეზე, - როდესაც ის პოლონიუმით მოწამლეს, - და რუსეთთან ურთიერთობა ჩვეულებრივად არ გაეგრძელებინა“ , - დასძინა ფიონა ჰილმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა, რის შემდეგაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)