|
2022-04-20 13:52:56, 1445 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვართ არა ომის, არამედ გადარჩენის პარტია - საქართველოზე მზადდება ძალიან დიდი საფრთხე
გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია. ჩვენ ვართ არა ომის, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია, ხომ ხვდებით, რას გადავარჩინეთ საქართველო 2008 წელს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოზე მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე. "არ უნდა დავკომპლექსდეთ, გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია. ჩვენ ვართ არა ომის, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია. ახლა ხომ მაინც ხვდებით, რას გადავარჩინეთ თბილისი და საქართველოს სხვა რეგიონები 2008 წელს. გვეუბნებიან, რომ ვითხოვთ იმას, რაც არ გვეკუთვნის და ჩვენ გვეკუთვნის ეს ქვეყანა, თქვენ გეკუთვნით ეს ქვეყანა. საქმე იმაშია, რომ საქართველოზე მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე. ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში გაიხსნა ასობით ოფისი პრორუსული ორგანიზაციები, მაგრამ ზელენსკიმ დროზე მოხურა, ზუსტად ასევე გაიხსნა საქართველოში და თქვენ რა გგონიათ, ეს ოფისები საარჩევნოდ გახსნეს? ეს ოფისები გახსნეს მას შემდეგ, რაც, ზუსტად უკრაინაში შეჭრის წინ , რომ როგორც კი უკრაინას მოამთავრებდნენ, შემოჭრილიყვნენ აქ. დღეს უკრაინა გადაეღობა გზაზე ამ მზაკვრულ გეგმას. მაგრამ ქართველი ხალხი მხოლოდ უკრაინელების იმედზე არ შეიძლება იყოს, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა დაიცვას თავისი ღირსება, ის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეები იბრძოდნენ, ომობდნენ. არ გვჭირდება ომი და სხვა რამ დღეს. გვჭირდება ერთიანობა და ერთიანობის დემონსტრაცია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)