03:06 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 14:28:58, 1172 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „მთავარ არხს“, „ფორმულასა“ და „TV პირველს“ ჩვენ ვერ დავხურავთ და ალბათ რუსული პროპაგანდით მუშაობას გააგრძელებენ

„მთავარ არხს“, „ფორმულასა“ და „TV პირველს“ ჩვენ ვერ დავხურავთ და ალბათ რუსული პროპაგანდის მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, საფრთხეს არ წარმოადგენს პრორუსული არხი „ალტ-ინფო“ და „ობიექტივი“, რადგან მათი სატელევიზიო გავლენა არ არის მნიშვნელოვანი და დაბალი რეიტინგი აქვს. 

"რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, არ ვიცი ახლა, მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს ჩვენ ვერ დავხურავთ და ალბათ რუსული პროპაგანდის მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ. ჩვენ ვიცით, რეალურად პრობლემა სად არის. თუ რომელ ტელევიზიებს აქვთ გავლენა და თავის ფარგლებში ეს გავლენიანი ტელევიზიები როგორ აწარმოებენ იმ პროპაგანდას, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ესენია ზუსტად ეს სამი არხი და ჩვენ არ გვაქვს მაინცდამაინც სერიოზული ბერკეტები, რომ ჩავერიოთ. 

ხოლო რაც შეეხება ალტ-ინფოს, გავლენა არის მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკური, ისე სატელევიზიო. მათი გავლენა რომ ავიღოთ და ასევე ავიღოთ ამ სამი პრორუსული ტელევიზიის, მთავარი არხის, ფორმულასა და TV პირველის რეიტინგები, პარტიული და სატელევიზიო რეიტინგები, არის ცა და დედამიწა. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოში რამე არის სატელევიზიო მედია პრობლემა, არის სწორედ ეს არხები. არის სხვა ტელევიზიაც, იგივე ობიექტივი, რომელიც ასევე თავის პარტიასთან ერთად დაკავებულია რუსული პროპაგანდით. თუმცა, ჩვენი მმართველობის დროს, პრორუსული ძალების გავლენები რამდენჯერმე შემცირდა". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics