04:38 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 19:08:57, 1828 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმერ ზელენსკი - დღეს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ეტაპია

დღეს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ეტაპია - ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკმა ისაუბრა.

მისივე თქმით, უკრაინას სჯერა, რომ მოიპოვებს მხარდაჭერას და გახდება მისაღები კანდიდატი .

" მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. დღეს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ეტაპია, მისწრაფება, რომლისკენაც ჩვენი ხალხი იბრძვის და იბრძვის, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია. ჩვენ გვჯერა, რომ მოვიპოვებთ მხარდაჭერას და გავხდებით მისაღები კანდიდატი. ამის შემდეგ დაიწყება შემდეგი, დასკვნითი ეტაპი. ჩვენ ძალიან გვჯერა, რომ ეს პროცედურა მოხდება უახლოეს კვირებში და ეს იქნება პოზიტიური ჩვენი ხალხის ისტორიისთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასი გადაიხადა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის თქმით, მთავრობამ და პრეზიდენტის აპარატის გუნდმა მოახდინა ძალიან სწრაფი რეაგირება და უკვე მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

შეგახსენებთ რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მას შემდეგ მოაწერა რაც რუსეთმა ფართომაშტაბიანი ომი გამოუცხადა და რუსეთის მხრიდან დაირღვა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტი .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics