10:16 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 16:59:07, 1252 ნახვა

მსოფლიო
პაპ ფრანცისკეს "ჯვრის გზის" მსვლელობა უკრაინელებისთვის შეურაცხმყოფელია - კიევის ბერძნულ-კათოლიკე მთავარეპისკოპოსი

პაპ ფრანცისკეს "ჯვრის გზის" მსვლელობა უკრაინელებისთვის შეურაცხმყოფელია - ამის შესახებ ინფორმაცია კიევის ბერძნულ-კათოლიკე მთავარეპისკოპოსმა, სვიატოსლავ შევჩუკმა გაავრცელა .

15 აპრილს, რომში, კოლოსეუმში პაპმა ფრანცისკემ „ჯვრის გზის“ მსვლელობა ჩაატარა, რომლის დროსაც რუს და უკრაინელ ქალებს ჯვარი ერთად ეჭირათ .


"ეს იდეა შეუსაბამო და ორაზროვანია, ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტს არ ითვალისწინებს. ეს შეურაცხმყოფელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი გაძლიერებული ჯარებით უფრო აგრესიულ თავდასხმებს გეგმავს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ" - განაცხადა შევჩუკმა .

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრესია და ომი რუსეთის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო, ამ დროის განმავლობაში არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics