02:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 18:25:31, 1578 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

იუსტიციის მინისტრმა  და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს
რატი ბრეგაძემ კემლინ ფურლის იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახ „გაგრაში" უმასპინძლა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის საქართველო მოწინავე ქვეყანაა მოქალაქეობის არმქონე პირების შემცირებისათვის და მოქალაქეობის არმქონეობის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობით. საუბარი შეეხო მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირთა იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირების საინფორმაციო კამპანიას, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო UNHCR-თან თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის მიზანი ქვეყანაში უდოკუმენტო მოქალაქეების არსებობის აღმოფხვრაა. ამ მიმამართულებით UNHCR-სა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაც გაფორმდა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებიც განიხილეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics