|
2022-04-15 18:24:39, 1355 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოში ოპერირებით არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანია ინტერესდება - ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში 450 - მდე ფრენა შესრულდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საავიაციო სექტორის 60-მდე წარმომადგენელს შეხვდა და მათთან დარგში არსებული ვითარება, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა. შეხვედრას ორგანიზება გაუწია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გენერალური დირექტორი ლევან კარანაძე, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი თამარ არჩუაძე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და ამავე პალატის ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მოლოდინაშვილი. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს საავიაციო სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მის სწრაფ აღდგენაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეკონომიკის სხვა მიმართულებების, განსაკუთრებით კი ტურიზმის მდგომარეობა. მისი თქმით, მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო რეგულარულად მართავს შეხვედრებს ბიზნესის დარგების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად განიხილავს ამა თუ იმ სექტორში არსებულ ვითარებას. „დღეს საქართველოში ოპერირებით არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანია ინტერესდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში 400-დან 450 ფრენამდე შესრულდება, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მოგზაურების შემოყვანას ჩვენ ქვეყანაში. გარდა ამისა, საქართველოში კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ გადაზიდვების ინდუსტრიას, ხელს შევუწყობთ დასაქმებას და ავიაციის სფეროში მეტი კვალიფიციური კადრის არსებობას საქართველოში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილემ დეტალურად განიხილა სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევები და ბიზნესის წარმომადგენლებს მათი გადაჭრის გზების ერთობლივი შემუშავება შესთავაზა. „ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ავიაციის სექტორი ქვეყანაში. დღეს დარგის აღდგენის პოზიტიური დინამიკა სახეზეა, მაგრამ ჩვენი ინტერესია, მისი კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და განვითარება, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სამიზნე სტრატეგიულ ქვეყნებში," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. ავიაციის კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს კოვიდ-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის საკითხები. აღინიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს დარგობრივ შეხვედრებს ბიზნესთან და მათთან დიალოგის გზით შექმნილი გამოწვევების დაძლევის გზებს განიხილავს.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)