|
2022-04-15 13:33:30, 1374 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი ვიზიტზე - უკრაინაში მინდა გავარკვიო, თუ დარჩათ რაიმე პრეტენზია ქართულ მხარესთან
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სურს უკრაინელებთან მიიტანოს ის მესიჯი, რომ საქართველო მათ გვერდით დგას და ერთად გააგრძელონ ევროინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობა. ამასთანავე, მეგრელიშვილის თქმით, მას სურს გაარკვიოს ამოიწურა თუ არა გაუგებრობა საქართველო-უკრაინას შორის. „მინდა, რაღაცნაირად მესიჯი მივიტანოთ უკრაინელებთან, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ ერთი და როგორ ვთანამშრომლობთ ევროინტეგრაციის გზაზე. ამ შეხვედრიდან მინდა გავარკვიო, უკრაინულ მხარეს თუ დარჩა რაიმე პრეტენზია ქართულ მხარესთან და პრაგმატულად როგორ ვმუშაობთ ერთად, ამოიწურა თუ არა ჩვენ შორის გაუგებრობა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება, რომელთა შორის ერთ-ერთი ვახტანგ მეგრელიშვილია.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)