|
2022-04-14 19:19:43, 1645 ნახვა
რეგიონი
შუახევის სახელოვნებო სკოლის დაბისა და უჩამბის მოსწავლეებმა, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს
შუახევის სახელოვნებო სკოლის დაბისა და უჩამბის მოსწავლეებმა, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. - ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სახელოვნებო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. "ღონისძიება შინაარსობრივად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა წაიკითხეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ომარ ტაკიძემ, დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცა და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართული ენის მდიდარი წარსული და ქართული ენის მნიშვნელობა ერის თვითმყოფადობის საქმეში. კულტური ცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საჯარო ბიბლიოთეკაშიც, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე დაესწრო." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)