|
2022-04-14 16:37:15, 880 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ბაკურიანის შეხვედრაზე - ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავს ომისა და ღალატის პარტია
ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავს ომისა და ღალატის პარტია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბაკურიანის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. „დააჩქარეს რაღაც ტრენინგები, მედიის წარმომადგენლები, გამოკვეთილი ჯგუფი, რომ არავის უმხელენ ვინ არიან, ე.წ. NGO სექტორის და პოლიტიკური პარტიის წარმომადგნელები, ოღონდ მაინც და მაინც ისინი, რომლებიც ან ნაცმოძრაობას, ომის, ანუ ღალატის პარტიას წარმოადგენენ, ან მათთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულები. სხვებს არ დაუძახეს ოპოზიციიდან. ვინმემ აგვიხსნას, რა პლატფორმაა ასეთი ქვეყნის შიგნით, თუ ის არ არის რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, სადაც ენჯეო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი მხოლოდ, საიდუმლოდ, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი და ნაცმოძრაობიდან და მისი დანაყოფების რამდენიმე წარმომადგენელი მხოლოდ ისე, რომ მათი პარტიის, მათი მედიების და მათი ენჯეოს სხვა წარმომადგენლებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ და თქვენგან, მედიის წარმომადგენლებისგან გაიგეს. ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავს ომისა და ღალატის პარტია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)