|
2022-04-14 16:16:15, 1004 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე წარსდგა
ოთარ შამუგიამ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამინისტროს ხედვებზე ისაუბრა. „მნიშვნელოვანი იქნება იმ საკითხების განხილვა, რომელმაც როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენთვის გააჩინა ახალი დღის წესრიგი. ამ მოცემულობის სამწუხარო მიზეზები ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია - 2019 წლიდან მომდინარე პანდემია და დღეისათვის კი, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი გამოწვევაა... ჩვენ არაერთი ომი და ძალადობა გამოვიარეთ, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და გვყავს ასობით ათასი დევნილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაზე მეტად ვგრძნობთ უკრაინელი ხალხის ტკივილს და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ მათ მხარდასაჭერად. საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, პატივს მივაგებ ყველა დაღუპულის ხსოვნას. მთავარი მიზანი, რაც, ვფიქრობ, ყველას გვაერთიანებს არის ის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა, ჩვენმა შვილებმა მშვიდობიან, ცივილურ, განვითარებულ და თავისუფალ სამყაროში უნდა იცხოვრონ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება უმნიშვნელოვანესი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და, შესაბამისად, დაწყებული რეფორმების წარმატებით განხორციელება გარდაუვალი პროცესია. „დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და ჩვენ დავინახეთ ევროკავშირის მხრიდან უმოკლეს ვადებში კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოს უკვე გადმოეცა კითხვარი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი შეაფასებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენმა უწყებამ უდიდესი შრომა გასწია 2014 წლიდან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად“, - დასძინა შამუგიამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)