01:58 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 10:13:35, 1359 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ბელარუსში მოსახლეობას აშინებენ, რომ უკრაინული დანაყოფებისგან თავდასხმის საფრთხე არსებობს

ბელორუსიაში მოსახლეობას უკრაინის ჯარების თავდასხმის საფრთხე აშინებს. - ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქზე" უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბელარუსის სოფელ ხოლმიჩში, საგუშაგოებზე, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის  სამხედრო პოლიცია ადგილობრივების პირად ტელეფონებს ამოწმებს. მშვიდობიანი მოსახლეობა ინფორმირებულია, რომ უკრაინული დანაყოფები ბელარუსს ნებისმიერ დროს შესაძლოა დაესახას თავს.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი მობილიზაციის ღონისძიებები გრძელდება. 

გარდა ამისა, დგინდება, რომ რუსეთის სარდლობამ ამ ტერიტორიებზე 60-70 ათასი ადამიანის მობილიზების ბრძანება გასცა, თუმცა ეს მაჩვენებლები მხოლოდ 20%-ით დაკმაყოფილდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics