|
2022-04-13 17:23:38, 1111 ნახვა
პოლიტიკა
რუსლან სტეფანჩუკი: ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულდა
ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულდა, - ამის შესახებ უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილთან საუბრის შემდეგ, სოცალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი ეწვიოს უკრაინას, რაც საშუალებას მისცემს საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურონ მეგობრული ურთიერთობა. "პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, ვიზიტის სურვილი დაადასტურა. ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულდა.ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას! მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვძებნით შეხების წერტილებს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი მომავლის ერთად შენება. ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს ის, რაც გვაერთიანებს, ვიდრე ის, რაც გვყოფს",- წერს სტეფანჩუკი. ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განცხადა, რომ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა, რის შემდეგაც უკრაინაში ჩასვლის გადაწყეტილება მიიღო. მისი თქმით, ამ ვიზიტით არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)