01:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 22:17:00, 1076 ნახვა

პოლიტიკა
შტაინმაიერი - გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის

გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია უკრაინას რუსული ჯარების შესაჩერებლად იარაღს მიაწვდის. განცხადება შტაინმაიერმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში გააკეთა.

"გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის იმის მიუხედავად, რომ ეს ბოლო პერიოდამდე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ფილოსოფიას ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის შემთხვევაში, მათ ომის დანაშაული ჩაიდინეს, რომელიც ცხადად ვიხილეთ და ასეთ პირობებში შეუძლებელია მათთან ნორმალური ურთიერთობის დაბრუნება. რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვართ. რუსეთის ბარბაროსობა უკრაინაში უნდა დასრულდეს, ევროკავშირის მხრიდან კი რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ჩვენც ვცდილობთ, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება რაც შეიძლება მეტად შევამციროთ." - განაცხადა შტაინმაიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics