|
2022-04-12 15:49:13, 1431 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - „ოცნება“ ითხოვს უკრაინამ დაითხოვოს თანამდებობაზე მყოფი ქართველები, არის თუ არა ეს რუსეთის შეკვეთა?
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ უკრაინისთვის წაყენებული პირობები პირდაპირ რუსეთის შეკვეთაა. "მშრალი ფაქტი - "ოცნება" ითხოვს უკრაინაში თანამდებობაზე მყოფი ყველა ქართველის დათხოვნას. ამ ქართველებს შორის არიან დავით არახამია - ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, გენერალი ლორთქიფანიძე - კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, რომლის მთავარი ფუნქციაც რუსი ჯაშუშების დაჭერაა (მაგალითად, გუშინ მან დააკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირი, რომელიც რუსებს აწვდიდა ინფორმაციას), ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მთავარი კოორდინატორია რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების აღრიცხვისა და ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის. მეც ვრჩები რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა დატყვევებული ვყავარ პუტინს აქ. ახლა ყველა დაფიქრდით, არის თუ არა ეს მოთხოვნა პირდაპირ რუსეთის შეკვეთა?!" - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ უკრიანის მთავრობას მკაფიო წინაპირობები წაუყენა. "ოცნების" თავმჯდომარემ, ბრიფინგზე, ყურადღება გაამახვილა უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე: სააკაშვილზე, ადეიშვილზე, ლორთქიფანიძეზე და არახამიაზე, რომლებიც კობახიძის განცხადებით, საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არიან და სწორედ ეს უშლის ხელს უკრაინა-საქართველოს შორის არსებული საკითხების გადაწყვეტას.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)