01:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 18:06:41, 1505 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი EU-ს კითხვარზე - საკითხი ვერ გადაწყდება ერთი ჯგუფის ძალისხმევით, სრული ერთსულოვნებით უნდა მივუდგეთ

ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, ან შევძლებთ რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწევრიანების კითხვარის გადმოცემას გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს, გაერთიანდნენ ეროვნული თანხმობის იდეის გარშემო, რასაც ევროკავშირის წევრობა გულისხმობს.

„ამისთვის უნდა იყოს მობილიზებული ყველა ძალები. ეს არის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებით და ძალისხმევით, ეს რის ეროვნული საქმე, ეს ეროვნული ინტერესია და მე არ წარმომიდგენია, რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმის მიმართ, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც კი ოცნებობდნენ, არ ვიყოთ ყველანი გაერთიანებულნი, ეს იქნება მოსახლეობა, რომელიც გაერთიანებუულია თუ პოლიტიკური სპექტრი, იმის მიუხედავად, ვინ რა გააკეთა, ვინ მეორეს რას აბრალებს ან არ აბრალებს.

ამ დღეს მივუდგეთ არა მხოლოდ სერიოზულობით, არამედ სრული ერთსულოვნებით უნდა მივუდგეთ. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაეერთიანებული, იმას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მინდა ყველას მოგიწოდოთ, ქალაქში თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები უნდა გავერთიანდეთ, ეს არის ერვნული თანხმობა, ინტერესი, ამ იზნის ირგვლივ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics