01:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-10 10:58:48, 1895 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ძირითადი წყარო პროვოკაციების, სწორედ ნაციონალური მოძრაობაა

,,ძირითადი წყარო პროვოკაციების, სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ . პროვოკაციული ქმედებების სპექტრი ჩვენთვის მეტნაკლებად ცნობილია, მაგრამ, მეხუთე კოლონას აქვს უნარი იმდენად გაიწაფონ პროვოკაციულ საქმიანობაში, რომ ახალი სიურპრიზები გამოადნონ,’’- ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას თუ რა ტიპის პროვოკაციას ელოდება „ქართული ოცნება“ და ვისგან.

როგორც დავით მათიკაშვილმა განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობისთვის’’ მიუღებელია ხელისუფლებაში მოსვლის ლეგალური გზა და ამიტომ მუდმივად მიმართავენ პროვოკაციებს. 

,,ყველა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ მათ სურთ ქვეყნის არევა და ხელისუფლებაში მოსვლა. ლეგალური არჩევნების გზა მათთვის მიუღებელია იმიტომ, რომ მუდმივად აგებენ. დღეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მსოფლიო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. პროვოკაციებისთვის მეტი საშუალება მიეცა, თუმცა დამერწმუნეთ, სახელმწიფოს სპეცსამსახურები და ქვეყანა ფეხზე  დგას,’’ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics