00:54 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 11:07:58, 1518 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 9 აპრილი შეგვახსენებს, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 9 აპრილი შეგვახსენებს, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა. 

„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, მათ ხსოვნას. ეს არის პირველ რიგში ტრაგიკული დღე, გარდა ამისა, ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა. ჩვენი ვალია, სწორედ ამ გმირების, მათი ხსოვნის წინაშე, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს - ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა", - განაცხადა კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics