12:14 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 18:10:11, 1451 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო - მსოფლიოში პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე 443 რუსი დიპლომატი გააძევეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე გააძევეს 443 რუსი დიპლომატი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან პარტნიორმა სახელმწიფოებმა გააძევეს რუსული დიპლომატიური ინსტიტუტების 443 თანამშრომელი.", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო რუსეთის ფედერაციის ომს უკრიანაში რუსი დიპლომატების გაძევებით ეხმაურება.

"დიპლომატების გაძევება იყო პარტნიორების პასუხი რუსი დიპლომატების დივერსიულ ჯაშუშურ საქმიანობაზე. დასავლეთმა დარტყმა მიაყენა რუსეთის უნარს განახორციელოს აგრესიული პოლიტიკა, შეარყიოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და ხელი შეუშალოს უკრაინის დახმარებას", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics