|
2022-04-06 17:07:48, 1264 ნახვა
პოლიტიკა
ელჩი - უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება სერიოზული ბრალდებებია, მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს
უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ძალიან სერიოზული ბრალდებებია და მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ომი პუტინმა დაიწყო და მხოლოდ მას შეუძლია შეწყვეტა. ამასთან, ელჩი ჟურნალისტებთან საუბარში სანქციების აუცვლიებლობას უსვამს ხაზს. „საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ, საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის გამოიყენონ და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ არავის შეუძლია ამ ომის შეჩერება. ბატონმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია შეწყვიტოს ის დღესვე. სანქციები განკუთვნილია იმისთვის, რომ აიძულონ ის, შეწყვიტოს ომი. ეს არის ის, რაც სანქციებს ასეთ ძლიერ იარაღად აქცევს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რომ ზეწოლა განხორციელდეს, რომელიც მოახდენს ზეწოლას კრემლის რეჟიმზე, შეწყვიტოს ომი,“- აღნიშნა ელჩმა. ელჩმა კითხვაზე, უკრაინული მხარის მოწოდებაზე, რომ ისინი ოფიციალურ მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდებიან, პასუხობს, რომ საკითხის გადასაჭრელად სათავრობო არხების გამოყენება უნდა მოხდეს. "ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მის გადასაჭრელად აუცილებელია, მოხდეს სამთავრობო არხების გამოყენება. ერთადერთი, ვინც ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს რუსეთია. მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)