00:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 16:13:01, 1187 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან, ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, იურიდიული სამმართველოს უფროსი ნათია გორგოძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი.

ირაკლი შოთაძემ ლელა ჯანაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

შეხვედრის მონაწილეებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლზე, საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და კოორდინაციის მექანიზმებზე ისაუბრეს.  შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა  მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics