|
2022-04-06 15:06:23, 1264 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე უკრაინაზე - ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ
საქართველოს ხელისუფლება მის მიმართ გაჟღერებული ბრალდების მტკიცებულებებს უკრაინის მხრიდან ელოდება- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი. ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც სხვა ბევრი სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ. ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარეს, ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, სამარცხვინო ბრალდება, ამიტომ კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ. ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია, ყველანაირად თავს ვიკავებთ რაიმე კომენტარის გაკეთებისგან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ. არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან გამოხატული საერთაშორისო პლატფორმებზე, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც ღიად აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნის და ხალხის ინტერესები არ დაზიანდეს. „რასაც ვისმენთ ბოლო თვეების განმავლობაში კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მხრიდან, ცხადია, ეს ყველას არ ეხება, ამაზრზენია. სამწუხაროა, აშკარად ჩანს, ეს ადამიანები და ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან ქვეყნის მტრები. ჩვენ არაერთი განცხადება, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გვინახავს მათი მხრიდან, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა რაც არ უნდა იწვალონ და გააკეთონ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მან. მისივე თქმით, სანქცირებული კომპანიები საქართველოში საქმიანობას ვერ შეძლებენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)